აბუ–დაბის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Khalidiya Palace Rayhaan

არაბეთის ზღვის ლაჟვარდოვან სანაპირო ზოლზე განთავსებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – Khalidiya Palace Rayhaan–ში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ძალზედ შთამბეჭდავი და შესაბამისად დაუვიწყარი დასვენება გაატარონ.

კერძო სანაპირო ზოლითა და ფირუზისფერი საცურაო აუზით უზრუნველყოფილი სასტუმრო მოიცავს 443 ფუფუნების ნომერს, სადაც თანამედროვე დიზაინს არაბული კულტურის ამსახველი ელემენტებიც ერთვის.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ დამსვენებელთ შესაძლებლობა ექნებათ მათთვის სასურველ დროს ისარგებლონ იქ არსებული გამაჯანსაღებელი კომპლექსის 3 ნაირსახეობით, რომელთა შორისაცაა: Bodylines Fitness–ი, Wellness–ი და Massage–ი, სადაც თანამედროვე ტექნილოგიური დანადგარები და პროფესიონალი სპეციალისტები მათ განკარგულებაში იქნებიან.

გურმანებს კი სასტუმროს რესტორანი Horizon–ი მოემსახურება, რომლის მენიუში არა მხოლოდ ტრადიციული არაბული კერძები, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარის მადისაღმძვრელ კერძთა ნაირსახეობაც შედის.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად არ გაუმართლებთ სპირტიანი სასმელების მოყვარულთ, რამდენადაც რესტორანში სპირტიანი სასმელები და ალკოჰოლის შემცველი კოქტეილების მოხმარება აკრძალულია, თუმცა იქ დიდი არჩევანია სხვადასხვა ხილის არომატებით გაჯერებული ეგზოტიკური სასმელებისა.

სასტუმროს დასვენების პაკეტში ასევე შედის აბუ–დაბის თვალწარმტაც ღირსშენანიშნაობათა დათვალიერებაც.

Comments

comments