ანტიკურ რუკებზე შესრულებული მხატვრობა

ლონდონში დაფუძნებული მხატვარი მარკ პაუელი მხატვრული ნამუშევრების შესასრულებლად, ტილოების ნაცვლად ანტიკურ რუკებს იყენებს.

ავტორმა გადაწყვიტა ე.წ. ბურთულიანი ავტოკალმის Bic Biro–ს გამოყენება, რამდენედაც ეს ყველაზე ხელმისაწვდომი და მარტივი ინსტრუმენტია გამოსაყენებლად. მარკ პაუელის მომხიბვლელი ნამუშევრების შთაგონების წყარო იმგვარი მხატვრებია, როგორებიცაა: ჟან მიშელ ბასკიატი, დევიდ ჰონკი, სემუელ ბასეტი, ენტონი მიქალეფი, რიჩარდ ჰამილტონი და სხვანი. ნამუშევრის შექმნისას ავტორი არჩევანს ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებზე აკეთებს, რამდენადაც როგორც თავად განმარტავს, ანტიკვარულ მასალას ბევრი საერთო აქვს მის მიერ შემნილ პერსონაჟებთან, რადგანაც ორივე მათგანი ურიცხვი ისტორიის მატარებელია.

Comments

comments