აპარტამენტი შემინული საძინებლით

არქიტექტორ–დიზაინერმა Manuel Ocaña–მ ესპანეთის ქალაქ მადრიდში არსებული ერთ–ერთი ნაგებობის 3 აპარტამენტის ინტერიერის კეთილმოწყობისას, საძინებელი ოთახი მინის მასალის კედლებით შემოსაზღვრა, რითაც საცხოვრებლის სხვა სივრცეები ორიგინალურად განაცალკევა და იმავდროულად თანამედროვე იერსახეც მისცა.

მინის კედლებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ საძინებელი ოთახისთვისაა მისასადაგებელი, არამედ საააბაზანო ოთახისთვისაც, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სააბაზანოსთვის განკუთვნილი მინის მასალა მეტად დაბურულია.

Comments

comments