ასტონ მარტინის ახალი მოდელი Vanquish Zagato Shooting Brake

პრესტიჟული სპორტული ავტომობილების ინგლისელი ავტომწარმოებლის ასტონ მარტინის წევრებმა წარმოადგინეს ახალი მოდელი Vanquish Zagato Shooting Brake, რომელიც 2018 წელს ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცემა.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ ეს ორკარიანი სიახლე, ბრიტანული ასტონ მარტინისა და იტალიური ზეგატოს მიერ ერთობლივად წარმოებული ავტომობილების ხაზის ერთ–ერთი შედევრია.

ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის კორპუსის მქონე სიახლე უზრუნველყოფილია 5.9 ლიტრაჟიანი V12 Vanquish S–ის ატმოსფერული ძრავით, რომელიც ავტომობილს 595 ცხ.ძალითა და 630 ნიუტონმეტრის მაბრუნი მომენტით უზრუნველყოფს. ავტომობილი 2018 წელს გამოიცემა, თუმცა მხოლოდ 99 ეგზემპლარის ოდენობით, რომლის საფასურადაც დაახლოებით 1 მილიონი აშშ დოლარი მოიაზრება.

Comments

comments