fbpx

ასტონ მარტინის ინოვაციური კონცეპტი ვოლანტე ვიჟენი

ბრიტანული ავტომწარმოებელი კომპანია – “ასტონ მარტინ”-ის წევრების მიერ წარმოდგენილი ბოლო პროექტი, რომელიც ამჯერად არა სახმელეთო დანიშნულების ტრანსპორტს წარმოადგენს, მსოფლიოს ექსპერტთა აღფრთოვანებისა და განხილვის საგანი გახდა. ქალაქში გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების კონცეპტი, რომლის სახელწოდებაცაა „ვოლანტე ვიჟენ“-ი, წარმოადგენს ჰიბრიდულ-ელექტრონულ მდიდრულ საფრენ აპარატს, რომელსაც ხელეწიფება ვერტიკალურად აფრენა და დაშვება.

პროექტში ასევე მონაწილეობდნენ კრანფილდის ფრანგულ-ბრიტანული სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტი – „Cranfield University“, მსოფლიოს ავიაკოსმიური ბაზრის ლიდერი – „Cranfield Aerospace Solutions“-ი (რომელიც უახლეს საჰაერო კონცეპტების შექმნასა და მოდიფიცირებაზე ორიენტირდება) და ასევე მსოფლიოში სახელგანთქმული ბრიტანული ავტომწარმოებელი კომპანია – „როლს-როის“-ი (რომლის მიზანიც იყო მდიდრული ტრასპორტით არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ ჰაერშიც გადაადგილება).

ასტონ მარტინის დიზაინის მქონე ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც თანამედროვე აეროკოსმიური, ელექტროფიკაციური და ავტონომიური ტექნოლოგიების საფუძველზე შემუშავდა, გათვლილია 3 ადამიანის ჰაერში სატრანსპორტირებლად, რაც ალბათ ფასის სიძვირის გამო, ყველასათვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება. მდიდრული საფრენი აპარატის კონცეპტი სპეციალურად იქნა შემუშავებული ასტონ მარტინის მიერ, რათა ბრიტანელ ავტომწარმოებლებს ხელოვნებისა და ტექნოლოგიათა მშვენიერი ნაზავის მქონე ინოვაციური ნიმუშის დემონსტრირება მოეხდინათ.

aston martin aircraft concept takes luxury personal transportation to the sky from designboom on Vimeo.

Comments

comments