fbpx

ახალი ელექტრონული ველოსიპედი Coleen X Aston Martin – 6500 აშშ დოლარი ღირს

მდიდრული სპორტული ავტომობილების წარმოებაზე ორიენტირებული ბრიტანული კომპანია – „Aston Martin“-ის და ელექტრონული ველოსიპედების მწარმოებელი ფრანგული კომპანია – „Coleen“-ის კოლაბორაციის შედეგად, წარმოდგენილ იქნა ახალი ელექტრონული ველოსიპედის – „Coleen X Aston Martin“-ის მომხიბვლელი კონცეპტი, რომლის საფასურიც – 6500 აშშ დოლარი იქნება.

სიახლე შთაგონებულია „Aston Martin“-ის ყველაზე მომხიბვლელი და კლასიკური მოდელით – „DB4“ (რომლის ფასიც 500 000-დან 10 მილიონ აშშ დოლარამდე გახლავთ, რაც დამოკიდებულია მის წარმომავლობასა და მდგომარეობაზე). სინამდვილეში, მათ საერთო ბევრი არაფერი აქვთ გარდა იმისა, რომ კომპანია – „Coleen“-ის წევრებმა, მათივე წარმოებული ერთ-ერთი მოდელი – „Composer“-ი, ავტომობილის საყოველთაოდ ცნობილი კლასიკური საღებავით – „Sanction Green“-ით დაფერეს და თეთრი შეფერილობის წრეში ციფრი – 5 განათავსეს. დიახ, სულ ესაა, ახალ ველოსიპედს სხვა მსგავსება ავტომობილის მოდელთან – „DB4“ არაფერი აქვს. თუმცა, როგორც ფრანგები განმარტავენ, ეს კოლაბორაცია სწორედ – „DB4“-თან დაკავშირებული პატივის მიგება გახლავთ მათი მხრიდან.

ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის ჩარჩოს მქონე ინოვაციური ელექტონული ველოსიპედი – „Coleen X Aston Martin”-ი აღჭურვილია 48-ვოლტიანი ბატარეით (რომელიც მას 562 კვტ/სთ-ით უზრუნველყოფს) და ასევე 250 ვატის სიმძლავრის უკანა ელექტროძრავ-კონცენტრატორით, რომელთა ტანდემიც ველოპიპედს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 29 მილი (დაახლოებით 46 კმ) სთ-ში და 59 მილი (95 კმ) დიაპაზონი – სრული დატუმბვისას. სიახლე ასევე უზრუნველყოფილია ძალზედ პროგრესული ჰიდრავლიკური სამუხრუჭე სისტემით, საჭის ღერძზე ინტეგრირებული ციფრული დისფლეით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია არა მხოლოდ ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებებით ურთიერთკავშირი, არამედ მისი გეოლოკაციაც.

სიახლე ასევე უზრუნველყოფილია 2-წლიანი გარანტიით, ხოლო ველოსიპედის ჩარჩო, კი 7-წლიანი გარანტიით.

Comments

comments