fbpx

ახალი ელექტრონული მოტოციკლი „Hades“-ი 75 000 აშშ დოლარი ეღირება

ექსკლუზიური მოტოციკლების წარმოებაზე ორიენტირებული ამერიკული ბრენდი – „Curtiss Motorcycles“-ი, რომელიც სულ 2 წელია, რაც პუბლიკის წინაშე ამ ახალი სახელწოდებით წარსდა (2017 წლამდე ბრენდი ფუნქციონირებდა სახელწოდებით – „Confederate Motorcycles“-ი), კვლავაც აპირებს მოტო-სამყაროს თაყვანისმცემელთა გაოცებას, რამდენადაც ძალზედ უჩვეულო ელექტრონული მოტოციკლი, სახელწოდებით – „„Hades“-ი წარმოდგინა. სიახლე 2020 წელს იხილავს დღის სინათლეს, ხოლო მისი ფასი, კი 75 000 აშშ დოლარი იქნება.

ელექტრონული მოტოციკლის ექსტრავაგანტური დიზაინი, ამერიკელ დიზაინერს – JT Nesbitt-ს ეკუთვნის. უჩვეულო ვიზუალის მქონე სიახლე, მთლიანობაში, უწინდელი წარმოების რევოლვერს მოგვაგონებს. მოტოციკლის სავარძელი რევოლვერის სასხლეტის ჩაქუჩს ჰგავს, ხოლო აკუმულატორული ბატარეა, კი ტყვიას ან იარაღის ლულას, რომელიც რევოლვერის ტყვიებითაა დეტენილი.

რევოლვერის თემა მხოლოდ დიზაინზე არ ცრცელდება, რამდენადაც მწარმოებლებმა იგი 217 ცხ. ძალის მქონე, 16.8 კვტ/სთ-იანი ბატარეით აღჭურვეს, რაც მას ტყვიასავით სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს (რაც ამგვარი უჩვეულო მოტოციკლისთვის მართლაც რომ შთამბეჭდავია).

2020 წლამდე ბევრი არაფერი დარჩა და შესაბამისად, მალევე შეგვეძლება ვნახოთ, თუ როგორ მოწონებას დაიმსახურებს ახალი მოდელი და რამდენად დაიმკვიდრებს ადგილს, ორიგინილური ვიზაულისა, თუ ბრწყინვალე შესაძლებლობების მქონე მოტოციკლეტებით უზრუნველყოფილ ბაზარზე.

Comments

comments