fbpx

ახალი ელექტრონული მოტოციკლი Curtiss Psyche 30 000 აშშ დოლარი ეღირება

ალაბამაში დაფუძნებულმა ამერიკულმა კომპანია – „Curtiss Motorcycles“-მა, რომელმაც სულ რაღაც 2 წელია არა მხოლოდ უწინდელი სახელწოდება – „Confederate Motorcycles“-ი შეიცვალა, არამედ ექსკლუზიური ელექტრონილი მოტოციკლების წარმოებაზე ორიენტირდა და ამ ხნის მანძილზე წარმოდგენილი ნიმუშებით უკვე მოახერხა, როგორც პუბლიკის, ასევე ექსპერტთა გაოცება, კვლავაც ახალი კონცეპტი – „Curtiss Psyche“-ი წარმოადგინა. ბერძენი ქალღმერთის სახელწოდების მქონე ელექტრონული მოტოციკლი, მართალია დღის სინათლეს მხოლოდ 2021 წლის შემოდგომაზე იხილავს, თუმცა მისი ფასი უკვე გარკვეულია და იგი „Curtiss“-ის მოდელებს შორის ყველაზე ხელმისაწვდომი – 30 000 აშშ დოლარად შეფასებული მოდელი იქნება.

უჩვეულო დიზაინის მქონე კონცეპტს (რაც უკვე სიახლე აღარაა და კომპანიის საფირმო ხელწერად მიიჩნევა) ელექტრონულ მოტოციკლეტებში ანალოგი არ ჰყავს და თვით „Harley-Davidson LiveWire“-ის მეტოქედ მიაზრება (რომელიც უკვე ხელმისაწვდომია 29 799 აშშ დოლარად). მინიმალისტური კარკასის, დაბალი პროპორციულობისა და შთამბეჭდავი დგომის მქონე სიახლე, რომლის წონაც 170 კგ-ია, წარმოდგენილი იქნება: ფერთა უხვი გამით, 61-დუიმიანი საბურავთა ბაზით, 48 ან 96 ცხ.ძალიანი ძრავის ვერსიებითა და 260 კმ/სთ-იანი დიაპაზონის გათვლით.

ჯერ-ჯერობით, სხვა მახასიათებელთა შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციები არ ვრცელდება, თუმცა როგორ „Curtiss“-ის გენერალური დირექტორი მეთ ჩემბერსი განმარტავს, კომპანიას შეკვეთების მიღება უკვე დაწყებული აქვს და დანარჩენ მახასიათებლებთან დაკავშირებით, დაინტერესებული პირები ინდივიდუალურად იქნებიან ინფორმირებულნი.

Comments

comments