fbpx

ახალი ელექტრონული მოტოციკლი EV-1, 60 000 ევრო ეღირება

მოტოციკლეტების მწარმოებელი ფრანგული კომპანია – „Newron Motors“-ის წევრებმა, ჯერ კიდევ შარშანდელი დაანონსებული პროტოტიპის შედგომ, საბოლოოდ წარმოადგინეს ძალზედ უჩვეულო ვიზუალისა და დიზაინის მქონე ახალი ელექტრონული მოტოციკლი – EV-1. შთამბეჭდავი ტექნოლოგიებისა და მახასიათებლების მქონე ელექტრონული მოტოციკლის ვიზუალს, ძალზედ ორიგინალურ იერსახეს ჰმატებს მაღალხარისხიანი ხის მასალით უზრუნველყოფილი დიზაინი. მწარმოებლები, 4 ვერსიად წარმოდგენილი სიახლის გამოცემას მხოლოდ 12 ეგზემპლარად აპირებენ, რომელთაგან თითოეულის ფასი – 60 000 ევრო (ან დაახლოებით 67 000 აშშ დოლარი) იქნება.

უნიკალური ელექტრონული მოტოციკლი რეალურად წარმოადგენს ცილინდრის ფორმისა და დიდი ზომის მქონე ცენტრალური ბატარეის ბლოკს, რომელიც შემდგომ დიზაინირებულია იმგვარი მაღალხარისხიანი ხის მასალის პანელებით, როგორიცაა: ძვირფასმერქნიანი აბანოზი, მუხა, თეთრი იფანი და წითელი კედარი.


ძვირფასმერქნიანი აბანოზის ხის მასალის პანელებით დეკორირებული


მუხის ხის მასალის პანელებით დეკორირებული


წითელი კედარის ხის მასალის პანელებით დეკორირებული


თეთრი იფანის ხის მასალის პანელებით დეკორირებული

მოტოციკლის ლითიუმ-იონურ ბატარეას ხელეწიფება ქალაქად – 136, ხოლო შოსეზე – 186 მილის შეუფერხებლად დაფარვა, ხოლო მისი სრული დატუმბვა, კი შესაძლებელია მხოლოდ 40 წთ-ის განმავლობაში. მოტოციკლი აღჭურვილია 75 კვტ-იანი, ე.წ. – „PMAC“-ის ტიპის ძრავით, რაც მოტოციკლს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე, ოდენობით – 136 მილი/საათში, ხოლო 240 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი, კი სიახლისათვის საკმარისია, რომ 0-დან 100 კმ/სთ-ს მხოლოდ 3 წამი მოანდომოს. მოტოციკლი ასევე უზრუნველყოფილია მაღალ სიჩქარესა და მდგრადობაზე გათვლილი ბორბლებით, რომლებიც ზემსუბუქი კარბონის მასალის დისკოებით აღჭურვეს მწარმოებლებმა.

რამდენადაც სიახლე ელექტრონულია, იგი ასევე უზრუნველყოფილია არაერთი მაღალტექნოლოგიური ფუნქციით, რომელთა შორისაცაა: სმარტფონის მიერთება, ჩაშენებული GPS, Bluetooth, Wi-Fi და სპეციალური მოწყობილობა, რის მეშვეობითაც შესაძლებელია ბატარეის გადასაადგილებლად მზაობის დონის, განვლილი მანძილისა და სხვა ბევრი სპეციფიკაციების კონტროლირება.

ფრანგული კომპანია უკვე იღებს სათადარიგო დაკვეთებს და დასძენს რომ 2000 ევროს (ან დაახლოებით 2250 აშშ დოლარის) დეპოზიტირებისთანავე, დამკვეთს შესაძლებლობა ექნება მის მიერ გაკეთებულ არჩევანში დამატებით შეიტანოს იმგვარი ცვლილებები, როგორიცაა: დამატებითი სავარძელი, ფეხის ტერფების განსათავსებელი სივრცეები, თუ სხვა ტექნიკური მახასიათებლები. კომპანია დამკვეთების დაკმაყოფილებას 2021 წლის დასაწყისიდან გეგმავს, რამდენადაც ხის მასალის მონოკოკური კორპუსის შექმნასა და დახვეწას, ხანგრძლივი დრო ესაჭიროება.

Comments

comments