ახალი იამაჰა YZF R1M

მოტოციკლეტების მწარმოებელმა იაპონურმა კომპანია – Yamaha Motor Company–მ განახლებული მოტოციკლი იამაჰა YZF R1M წარმოადგინა, რომლის გამოცემასაც კომპანია 2018 წლის მარტისთვის გეგმავს. სიახლის საწყის საფასურად კი $22,999 მოიაზრება.

კარბონის კომპოზიტით დამზადებული, ულტრა მსუბუქი კორპუსით უზრუნველყოფილი მოტოციკლი არაერთ ელექტრონულ სიახლეს მოიცავს, რომელიც საკიდარის, გადართვისა და გასამართ მოწყობილობების გაუმჯობესებას ემსახურება, რაც იმის გარანტია, რომ გადაადგილება არა მხოლოდ უსაფრთხო, არამედ დაუვიწყარიც გახდება.

ზედა საკიდარი – Ohlins Electronic Racing Suspension–ის სპეციფიკაცია ახლა უკვე უზრუნველყოფილია უახლესი სოფისტიკური სისტემა – Smart EC 2 ERS–ით, რომელიც R1M–ის 6–ღერძიან ინერციალურ განზომილების ბლოკთან ტამდემში ავტომატურად მუშაობს, რაც მოტოციკლს შესაძლებლობას ანიჭებს მგზავრობისას შექმნილ ნებისმიერ დაბრკოლებას გაუმკლავდეს.

4–ცილინდრიანი ძრავის მქონე მოტოციკლი, რომელიც 200 ცხ.ძალას გამოიმუშავებს, ასევე აღჭურვილია TFT–ის მაკონტროლებელი მოწყობილობითა და გადართვის სწრაფმომქმედი განახლებული სისტემით, რის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება მოტოციკლის სიჩქარის მაღალი და დაბალი დონეების უმალ რეგულირება, რაც მრბოლელს შესაძლებლობას აძლევს კონკურენტს არა მხოლოდ დაეწიოს, არამედ გაასწროს კიდეც.

Comments

comments