ახალი ლამბორგინი ავენტადორ S როდსტერი ფრანკფურტის პრემიერისთვის მზადაა

მას შემდგომ, რაც ლამბორგინის მიერ შარშან წარმოდგენილ იქნა ავენტადორი S კუპე, თაყვანისმცემლები და ენთუზიასტები როდსტერის განახლებული ვერსიის მოლოდინში იყვნენ. ჰოდა ეს დღეც დადგა, იტალიელმა ავტომწარმოებლებმა ფრანკფურტის 2017 წლის ავტოშოუზე წარსადგენად ახალი ლამბორგინი ავენტადორი S როდსტერი მოამზადეს, რომლის საფასურიც სულ მცირე $326,257 იქნება.

2018 ლამბორგინი ავენტადორ S როდსტერი იმავე ტექნიკურსა და ვიზუალურ განახლებას დაექვემდებარა, რასაც კუპე, თუმცა ღია გზაზე გადაადგილდებისას, მსუბუქსა და მოძრავ სახურავს გარკვეული სიახლეები შეეხო. სახურავის პანელები შესაძლოა დაგვირგვინდეს ნახშირბადის ბოჭკოს შავი შეფერილობის მქრქალი ან მბზინავი კომპოზიტით, ხოლო თუ თქვენ რაღაც განსაკუთრებული გსურთ, ლამბორგინის პროგრამა Ad Personam–ი მუდმივ მზადყოფნაშია თქვენს დასახმარებლად.

ავტომობილის მზიდი სისტემა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკია. სახურავის გარეშე სიახლე 1,625 კგ–ია, რასაც V12–ტიპის 6.5–ლიტრაჟიანი ატმოსფერული ძრავაც ემატება, რომელსაც ხელეწიფება 740 ცხ. ძ. და 690 ნიუტონმეტრი გამოიმუშაოს. ლამბორგინი ავენტადორ S როდსტერს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 350 კმ/სთ-ი გახლავთ. ერთდისკოიან ქუროსთან დაკავშირებული 7-საფეხურიანი ნახევრადავტომატური კოლოფი, მის მიერ გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს ოთხივე ბორბალს გადასცემს და ოთხივე მათგანს წამყვანის ფუნქციას აკისრებს. მოძრაობის რეჟიმი კი ESC–ს ახალი პროგრამული უზრუნველყოფით გამოირჩევა.

რაც შეეხება ავტომობილის შეფერილობას, იგი ე.წ. Blue Aegir გახლავთ, თუმცა ავტომწარმოებლები დამკვეთის სურვილს გაითვალისწინებენ და ავტომობილს ნებისმიერი შეფერილობით უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ სიახლის უკანა ფანჯარა ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით მარტივად იღება და იხურება. სალონისათვის დამკვეთის გემოვნებითაა შესაძლებელი ალკანტარასა და ტყავის მასლის შერჩევა, ასევე შესაძლებელია სახურავის პანელის შიდა მხრიდან შავი ალკანტარით დაფარვა, ან სურვილისამებრ შესაძლოა იგი დარჩეს ნახშირ–ბოჭკოვანი მქრქალი შავი შეფერილობის კომპოზიტის. ავტომწარმოებელთა შემოთავაზებაში ასევე შედის TFT–ის ციფრული პანელი და Apple CarPlayის სმარტფონის ინტეგრაცია.

ავტომობილი უზრუნველყოფილია ალუმინის მასალის წინა 20–დუიმიანი და უკანა 21–დუიმიანი დისკოებით, რომელსაც პირელის – P Zero–ს საბურავები აკრავს გარს. ახალი ავენტადორ S როდსტერის ფასი სხვადასხვა ქვეყნისთვის სხვადასხვაგვარია, ასე მაგალითად: ევროპისთვის – €313,666 ($373,366); დიდი ბრიტანეთისთვის £251,462 ($326,257); აშშ–სთვის $460,247; იაპონიისთვის 46,267,692 YEN ($423,959); ხოლო ჩინეთისთვის 46,267,692 YEN ($423,959). სიახლის შეძენას მსურველები 2018 წლის თებერვლის თვიდან შეძლებენ.

Comments

comments