fbpx

ახალი სპორტული ფეხსაცმელი Travis Scott x Nike Air Max 270 React “Cactus Trails”

ნაიკისა და ამერიკელი რეპერის – ტრევის სკოტის კოლაბორაცია იმთავითვე წარმატებული აღმოჩნდა და მათივე ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შექმნილმა მოდელებმა არაერთი თაყვანისმცემელი შეიძინა. ჰოდა, სწორედ ამ თაყვანისმცემელთათვის სასიხარულო ინფორმაცია გახლავთ, რომ თითქმის ნახევარწლიანი მოლოდინის შემდგომ, საბოლოოდ გაირკვა ახალი მოდელის – „Travis Scott x Nike Air Max 270 React “Cactus Trails”“-ის გამოცემის თარიღი. სიახლე, რომლის ოფიციალური წარდგენაც ამა წლის 29 მაისს შედგება, 190 აშშ დოლარი ეღირება.

90-ანი წლებით შთაგონებული ახალი სპორტული ფეხსაცმლის რეტრო-მოდელი გამოიცემა, როგორც მოზრდილთათვის, ასევე სკოლისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ სიხლეს, სპორტული სამოსის მცირე ზომის კოლექციაც დაერთვება თან, სადაც წარმოდგენილი იქნება სპორტული შარვლები, კაპიუშონიანი ქურთუკები და მაისურები.

Comments

comments