fbpx

ახალი სპორტული ფეხსაცმელი The DIOR x Air Jordan 2000 აშშ დოლარი ეღირება

ნაიკმა სპორტული ფეხსაცმლის მოყვარულთ მართლაც რომ დიდი და იმავდროულად უჩვეულო სიურპრიზი მოუწყო, რამეთუ ოფიციალურად წარმოადგინა სპორტული ფეხსაცმლის უახლესი მოდელის – „The DIOR x Air Jordan“-ის ნიმუში, რომლის რელიზიც ამა წლის აპრილის თვეში შედგება, ხოლო რაც შეეხება სიახლის საფასურს, იგი 2000 აშშ დოლარი იქნება.

სიახლე, რომელიც ლიმიტირებული ოდენობით, სულ 8 500 ეგზემპლარად გამოიცემა, გახლავთ ჯორდან-ბრენდისა და დიორის სახლის ინგლისელი მოდელიერისა და მხატვრული დირექტორის – კიმ ჯონსის უახლესი კოლაბორაციის პირველი ნიმუში.

სპორტული ფეხსაცმლის ზედაპირი რუხი და თეთრი შეფერილობისაა, რომელზეც დატანილია უმაღლესი ხარისხის ჟაკარდის ნაჭრისგან შექმნილი, ბრენდის კულტური ლოგოტიპი – „Swoosh“-ი და ასევე ტვიფრული წარწერა – “Air Dior”-ი. ახალ მოდელს აქვს თეთრი შეფერილობის, დალიანდაგებული ფეხსაცმის ენა, რომელიც დეკორირებულია რუხი ფერის თასმებითა და იმავე შეფერილობის, ორიგინალური ფორმის ტყავის მასალით, რომელიც იმავდროულად თასმების გასაყრელი მოწყობილობის როლსაც ითავსებს.

ფეხსაცმლის ყინულისებრ გამჭვირვალე ლანჩზე დატანილია, როგორც ნაიკის საყოველთაოდ ცნობილი ლოგო და წარწერები: „Nike“, “Dior”-ი და “Air Dior”-ი, ასევე ახალი კოლაბორაციის მხარეთა აღმნიშვნელი, ორიგინალური მოხატულობის ნიმუში.

აღსანიშნავია, რომ ზემოთხენებული ჯორდან-ბრენდისა და დიორის სახლის კოლაბორაცია ასევე მოიცავს ე.წ. კაფსულურ კოლექციას, რომელშიც შევა ფართო სპექტრის მოხმარების სამოსი, აქსესუარები, სიუველირო ნაკეთობანი და სხვა. როგორც იუწყებიან, კაფსულური კოლექციის ნიმუშები, თავდაპირველად დიორის ფლაგმანურ მაღაზიებში იქნება წარმოდგენილი, რასაც აპრილის თვის ბოლოდან ვარაუდობენ.

Comments

comments