fbpx

ახალი სუპერავტომობილი Aston Martin V12 Speedster 1 მილონი აშშ დოლარი ეღირება

პრესტიჟული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია – „Aston Martin“-ის წევრებმა წარმოადგინეს ორიგინალური სუპერავტომობილი – „Aston Martin V12 Speedster“-ი, რომლის წარმოებასაც კომპანია შეზღუდული რაოდენობით, სულ 88 ეგზემპლარად აპირებს და რომელთაგან თითოეული მათგანის საფასურიც – 1 მილიონი აშშ დოლარი გახლავთ.

ორადგილიანი ღია ავტომობილი უზრუნველყოფილია 5.2-ლიტრაჟიანი V12-ტიპის ძრავით, რომელიც მას 690 ცხ.ძალითა და 752 ნიუტონმეტრი მაბრუნი მომენტით უზრუნველყოფს. ჰიპერავტო 0-დან 100 კმ/სთ-ს – 3.5 წამს ანდომებს, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კმ/სთ-ი გახლავთ.

ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის ძარას, საყრდენად ალუმინის მასალის სპეცშეკვეთით დამზადებული პლატფორმა აქვს მიჩნეული. ავტომობილი ასევე აღჭურვილია მოძრაობის სამი რეჟიმით უზრუნველყოფილი ადაპტური ამორტიზატორებით, კარბონ-კერამიკის მასალის მუხრუჭებით და ცენტრალურჩამკეტიანი ზემსუბუქი ბორბლებით.

უსახურავო ავტომობილის სალონში ქრომისა და ალუმინის მასალის მშვენიერი კომბინაციები და ტყავის მასალის ხელნაკეთი შალითებით უზრუნველყოფილი სავარძლებია.

როგორც „Aston Martin“-ის მთავარი ინჟინერი – მეთ ბეკერი აღნიშნავს, მოდელი სპეციალურად სრულყოფილებდე შემუშავებულია, სადაც გათვლილია, როგორც მართვის გამოცდილების სიზუსტე, ასევე მოხერხებულობა და პოზაც კი. ერთი რამ, რაც მართვისას აუცილებელ პირობად მიიჩნევა, მხოლოდ სპეციალურად მისასადაგებელი ჩაფხუტია, რათა ავტომობილის ჭეშმარიტი პოტენციალი სრულყოფილად იქნეს აღქმული.

და ბოლოს, თუ მოარულ ხმებს არ დავეყრდნობით, რომ 88-ვე ეგზემპლარი უკვე გაყიდულია და თუნდაც 1 ეგზემპლარი მაინც დარჩა გასაყიდი, ისღა დაგრჩენიათ, რომ 1 მილიონი აშშ დოლრი გაიღოთ, რომ თავადაც განიცადოთ ეს სიამოვნება.

Comments

comments