fbpx

ახალი სუპერიახტა Super Sport 65

სახელგანთქმული იტალიური გემთშენებელი კომპანია – „Rossinavi“-სა და იტალიური ავტო-დიზაინერული ფირმა – „Pininfarina“-ს კოლაბორაციის შედეგად, საერთაშორისო იახტშოუზე – „Fort Lauderdale International Boat Show 2019“, წარმოდგენილ იქნა შთამბეჭდავი სუპერიახტა – „Super Sport 65“-ს კონცეპტი, რომელსაც ექსპერტთა და დამსწრე საზოგადოებათა დიდი მოწონება ხვდა წილად.

თანამედროვე ალუმინის მასლისგან ნაგები, 65.5 მეტრის სიგრძის მქონე სიახლე, რომელიც ელეგანტური და სპორტული სტილის მშვენიერი სინთეზი გახლავთ, გამოირჩევა ნავიგაციისთვის მიჩნეული უმაღლესი დონის კომფორტულობით. სუპერიახტა მოიცავს ყოველმხრივ კეთილმოწყობილ 13 კაიუტას, რომელთაგან 6 მათგანი – 12 სტუმრისთვისაა განკუთვნილი, ხოლო 7 კაიუტა კი გათვლილია კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრთათვის.

გარდა მომხიბვლელი კაიუტებისა, სუპერიახტა უზრუნველყოფილია სპეც-შეკვეთით დამზადებული ავეჯის ნაირსახეობათა არაერთი სივრცული ზონით, რომელიც სასადილოდ, გასართობად, თუ მოსასვენებლადაა განკუთვნილი. იქ ასევეა ლაუნჯი, ჰიდრომასაჟის ფუნქციის მქონე 2 ჯაკუზი და ბევრი სხვა მომხიბვლელი რამ, რაც კრუიზს კიდევ უფრო სასურველსა და შთამბეჭდავს გახდის.

სუპერიახტა აღჭურვილია „MTU 16V“-ტიპის 4 ძრავით, რაც ჯამურად 2600 ცხ. ძალას გამოიმუშავებს და იახტას შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 30, ხოლო კრეისერული კი, 28 კვანძის ოდენობით.

Comments

comments