fbpx

ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კუნძულ კაპრიზე

დუბაიში დაფუძნებული სასტუმროთა ქსელის კომპანია – „Jumeirah Group“-ის წევრებმა, რომელთაც მსოფლიოში სახელი გაითქვეს სტუმართა არა მხოლოდ მდიდრეული, არამედ უზადო მასპინძლობით, თავიანთ პორტფოლიოს კიდევ ერთი მდიდრული სასტუმრო – „Capri Palace“-ი შეჰმატეს, რომელიც იტალიის კუთვნილ კუნძულ – კაპრის ერთ-ერთ იდილიურსა და ექსკლუზიურ ნაწილში, კერძოდ ანაკაპრიზე მდებარეობს.

ნეაპოლიტანური სასახლის ტიპის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც კლდოვანი ფერდობიდან ნეაპოლის ყურეს გადასცქერის, ჯერ კიდევ 1960-ან წლებში ტონინო კაკაჩეს ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა.

ამჯერად უკვე კომპანია – „Jumeirah Group“-ის მიერ შეძენილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებული სასტუმრო, ამა წლის 23 აპრილიდან მიიღებს სტუმრებს და მათ ხმელთაშუა ზღვის სტილით დეკორირებულ, 68 მდიდრულ ნომერს შესთავაზებს.

მომხიბვლელი სასტუმროს ტერიტორიაზევეა მიშლენის ვარსკვლავის მქონე 2 რესტორანი, რომელთა შორისაცაა რესტორანი – „L’Olivo“, სადაც გურმანებს შესაძლებლობა ექნებათ ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს კლასიკური კერძები დააგემოვნონ და სანაპირო ზოლზე განთავსებული კლუბ-რესტორანი – „Il Riccio“, რომელიც მიშლენის ვარსკვლავის მქონე ერთადერთ კლუბ-რესტორნად მოიაზრება მსოფლიოში.

დეკორატიული ბაღებით, შადრევნებითა და საცურაო აუზებით უზრუნველყოფილ სასტუმროს ტერიტორიაზევეა მსოფლიო კლასის ექსკლუზიური სპა-ცენტრი – ”Capri Beauty Farm“-ი, რომელსაც პროფესორი ფრანჩესკო კანონაკო ხელმძღვანელობს. აღნიშნულ სპა-ცენტრში, სტუმრები უზრუნველყოფილნი იქნებიან, მსოფლიოში პოპულარობით გამორჩეული იმგვარი მაღალსპეციალიზირებული პროცედურებით, როგორიცაა: “Leg School”-ი და “Metabolic Responsive”-ი.

Comments

comments