fbpx

ბარბერის ახალი სარეკლამო კამპანია

სახელგანთქმული ბრიტანული ბრენდი „ბარბერი“, რომელიც ქალისა და მამაკაცის სამოსის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და ლუქსის კლასის პარფიუმერიის წარმოებაზე სპეციალიზირდება, ახალი სარეკლამო კამპანიით წარსდგა პუბლიკის წინაშე, რომლის სახეც ამჯერად, სუპერმოდელი ჯიჯი ჰედიდი გახლდათ.

სარეკლამო კამპანიაში, სახელწოდებით „მონოგრამული კოლექცია“, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ყოველდღიური, ასევე სპორტული და საღამოს სამოსი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, 24 წლის ამერიკელმა ლამაზმანმა, ერთიმეორისგან რადიკალურად განსხვავებული იმიჯით გაუწია რეკლამირება, ბრენდის მიერ წარმოებული კოლექციის ახალ ნიმუშებს. ახალი სარეკლამო კამპანიისთვის განკუთვნილი ფოტოსესია მოამზადა ფოტოგრაფმა ნიკ ნაითმა.

Comments

comments