ბენ იანგის მინის უჩვეულო ნაკეთობანი

ბენ იანგი თხუთმეტწლიანი პრაქტიკის მქონე თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც მინაზე უნიკალური სტილით მუშაობს. ამ ხნის მანძილზე მის მიერ შექმნილი ორიგინალური ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ პრესტიჟულ გამოფენებს ამშვენებდა.

შუშის მასალის მხატვრულ ნაკეთობათა შესაქმნელად იგი ფანჯრის ლამინირებული მინის ნაჭრებს შრეობრივად იყენებს. როგორც თავად ავტორი განმარტავს: „ვიმედოვნებ, რომ პუბლიკა შეძლებს ჩემი ნამუშევრები აღიქვას, როგორც რაღაც „ცოცხალი“, რომელიც ქმნის სიღრმის, გადაადგილების და სივრცის ილუზიას. მე კი ძალზედ მხიბლავს ირონიით მივუდგე მინას, რომელიც მყიფე მასალას წარმოადგენს და ჩემეული ხედვით შევქმნა მისგან ბუნებრივი და ორგანული ფორმები.“

ბენ იანგი გარდა მინაზე მომუშავე თვითნასწავლი მხატვრისა, სერფერია და ასევე წარმატებით ქმნის ავეჯსაც. ამჟამად ნიჭიერი შემოქმედი ახალ ზელანდიაში, კერძოდ მაუნგანუიში ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს.

Comments

comments