ბრაბუსის სენსაციური Rocket 900 ფრანკფურტის პრემიერისთვის მზადაა

სექტემბრის ბოლოს გასამართ ფრანკფურტის ავტოშოუზე წარსადგენად ბრაბუსმა მსოფლიოს უსწრაფესი კაბრიოლეტი Rocket 900 მოამზადა.

სიახლე შექმნილია Mercedes-AMG S65 Cabriolet–ის მონაცემებზე, თუმცა რაღა თქმა უნდა გარკვეული სახეცვლილებებით. გერმანელმა მწარმოებლებმა 12–ცილინდრიანი ბიტურბო ძრავის 6–ლიტრაჟიანი მოცულობა, ტურბოკომპრესორების დამატების ხარჯზე 6.3 ლიტრაჟამდე გაზარდეს. ბრაბუსის Rocket 900 უზრუნველყოფილია 887 ცხ. ძალითა და 1500 ნიუტონმეტრით. ამგვარი მაბრუნებელი მომენტის სამართავად კი ავტომწარმოებლებს 7–სიჩქარიანი გადამრთველი კოლოფის მოდიფიცირება და ხიდის ბლოკირებაც დასჭირდათ.

Rocket 900 0–100 კმ/სთ–ს 3.7 წმ–ში, ხოლო 0–200 კმ/სთ–ს კი 9.1 წმ–ში ანვითარებს. მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ–ზე ელექტრონულად შეზღუდულია, რაც იმის მაუწყებელია, რომ Rocket 900–ს გაცილებით მეტი სიჩქარის განვითარება ხელეწიფება. ვიზუალური მოდიფიცირება განიცადა 21 დუიმინმა საბურავებმა და გაუმჯობესებულმა ინტერიერმა, რომელმაც ავტომარკის ლოგოტიპი დაირთო.

სიახლე უზრუნველყვეს ჰაერმიმღების მქონე წინა დიდი და უკანა ჭრილებიანი ბამპერებით, რადიატორის ახალი ბადით, დიფუზორითა და 4–ჩამხშობიანი სპოილერებით. რაც შეეხება სალონის სახეცვლილებას, ამჯერად ავტომწარმოებლებმა იგი თეთრი შეფერილობის ტყავის მასალით უზრუნველყვეს.

Rocket 900–ის ფასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა ფრანკფურტის ავშოუზე დებიუტირებისას, ფასი რასაკვირველია გაჟღერდება.

Comments

comments