ბულგარის ახალი კოლექცია Divas’ Dream

სახელგანთქმულმა იტალიურმა ბრენდმა ბულგარიმ, რომელიც მდიდრულ საიუველირო ნაკეთობებზე, საათებსა და აქსესუარების წარმოებაზე სპეციალიზირდება, წარმოადგინა ახალი კოლექცია Divas’ Dream.

შთამბეჭდავი კოლექცია, რომლის ავტორიც ბრენდის დირექტორი ვირჯილიო ვილორესი გახლავთ, მოიცავს: ბეჭდებს, საყურეებს, ყელსაბამებს, საათებსა და სამაჯურებს. ორიგინალური კოლექცია – Divas’ Dream–ი შექმნილია თეთრი ოქროს მასალისგან და მოოჭვილია იმგვარი ძვირადღირებული საიუველირო ქვებით, როგორიცაა: ბრილიანტი, აქვამარინი, ტურმალინი, რუბელიტი და ამეთვისტი, რაც ელეგანტურ კოლექციათა ნიმუშებს განსაკუთრებულ ქარიზმას ჰმატებს.

Comments

comments