fbpx

დეკორის ორიგინალური კოლექცია Jumony

ლონდონში დაფუძნებული დიზაინერული სტუდია – „Extra&ordinary“-ს წევრებმა წარმოადგინეს დეკორის შთამბეჭდავი კოლექცია – „Jumony“, რომელიც შთაგონებულია ტრადიციული კორეული სამოსისა და აქსესუარების ელემენტებით.

კოლექციაში შემავალი მომხიბვლელი სკულპტურული ნიმუშები, რომლებიც როგორც მაგიდაზე, ასევე კედელზე განსათავსებელ ორიგინალურ ლარნაკებს, შანდლებსა და გასანათებელ ნაკეთობებს წარმოადგენენ, დამზადებულია ჯესმონაიტის მასალისგან (ჯესმონაიტი – კომპოზიტური მასალა, რომელიც გამოიყენება სახვით ხელოვნებაში, მრეწველობასა და მშენებლობაში. იგი მიღებულია თაბაშირისა და აკრილის სინთეტიკურ-ბოჭკოვანი ფისისგან. ჯესმონაიტი გამოგონებულ იქნა გაერთიანებულ სამეფოში – 1984 წელს – პიტერ ჰოუკინსის მიერ).

Comments

comments