დერიკ ლინის “მინიატურული ოფისი”

სახალისო კრეატიული სერია, რომლის სახელწოდებაცაა „მინიატურული ოფისი“, დერიკ ლინის მიერაა შექმნილი.

როგორც ავტორი განმარტავს, იგი ოფისში სარეკლამო საქმიანობას ეწევა, რომელიც ზოგჯერ იმდენად დამღლელი და ქაოტურია, რომ განსატვირთად სახალისო მინიატურების შექმნას მიმართავს. სერიაში “მინიატურული ოფისი” ავტორის მიერ გამოყენებულია: წიგნები, ბლოკნოტები, ფანქრები, კალმები და ყველა ის ნივთი, რომელიც შესაძლოა ჩვეულებრივ ოფისში მომუშავეს ჰქონდეს ხელთ. დერიკ ლინი მისი ფანტაზიით შექმნილი ნამუშევრების ფოტოებს, მაგიდის განათებისა და iPhone–ის მეშვეობით იღებს.

Comments

comments