დიორის ახალი სუნამო Miss Dior Eau de Parfum

დიორის მიერ მოწყობილ სარეკლამო კამპანიაში, რომელიც ფრანგული მოდის სახლის ახალ არომატ – Miss Dior Eau de Parfum–ს მიეძღვნა, მონაწილეობა მიიღო მომხიბვლელმა მსახიობმა ნატალი პორტმანმა.

როგორც ფრანგული სახლის პარფიუმერი Francois Demachy განმარტავს, ახალი არომატის შთაგონებად სიყვარული და სახელგანთქმული ფრანგული მოდის სახლის ტრადიციები იქცა. სიახლე გაჯერებულია ყვავილების არომატით და 3 აკორდისგან შედგება. პარფიუმი იტალიური მანდარინის, ჟასმინისა და ინდონეზიური პაჩულის ტონების მათრობელა ნაზავია.

Miss Dior Eau de Parfum–ი გამოიცემა 30, 50 და 100 მილიგრამიან ფლაკონებში, რომელთა თანმხლებიც სხეულის იმგვარი მოვლის საშუალებები იქნება, როგორიცაა ლოსიონი და ტანის ფუფუნების საცხი.

Comments

comments