fbpx

დუკატის უახლესი სწრაფმავალი მოტოციკლი Superleggerra V4

ბრწყინვალე მახასიათებლების მქონე მოტოციკლეტების წარმოებაზე ორიენტირებულმა იტალიურმა კომპანია დუკატიმ, სულ ახლახანს წარმოადგინა ძალზედ მსუბუქი და სწრაფმავალი სპორტული მოტოციკლეტის უახლესი მოდელი – „Superleggerra V4“. სიახლე აქამდე არსებული სერიული წარმოების მოტოციკლთა შორის, მსოფლიოში პირველი მოდელია, რომლის მთლიანი კონსტრუქციაც ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის მასალისგანაა შექმნილი. „Ducati Superleggerra V4“ ლიმიტირებული ოდენობით, სულ 500 ეგზემპლარად გამოიცემა და 100 000 აშშ დოლარი ეღირება.

ახალი მოტოციკლი – „Ducati Superleggerra V4“ სულ რაღაც 152 კგ-ს იწონის. იგი აღჭურვილია 998 კუბ. სმ-ის მოცულობის – „V-4“-ტიპის ძრავით, რომელიც მას საგზაო მახასითებლისას 220 ცხ. ძალით უზრუნველყოფს, ხოლო სპეციალურ მაფრქვევ სისტემა – „Akrapovic“-თან ტანდემში, კი 231 ცხ. ძალით, რაც ტრეკისთვისაც ბრწყინვალედ მისასადაგებელია.

სიახლე ასევე უზრუნველყოფილია ნახშირბოჭკოვანი კომპოზიტის აეროდინამიური ფრთებით, რომელიც მის გამწევ ძალას 50 კგ-იან შეღავთს აძლევს, არა მხოლოდ – 270 კმ/სთ-ის განვითარებისას, არამედ ჩქაროსნულ მოსახვევებშიც. ეს სპეციალური მოწყობილობა ასევე გათვლილია მოტოციკლის წინა ბორბლების მიწის ზედაპირიდან ძალზედ აცილების შანსის დაქვეითებასა და მოტოციკლის დამუხრუჭების სტაბილურობაზეც.

მწარმოებლებმა 5-სისტემიანი განათების მქონე ახალი მოტოციკლი წარმოადგინეს – „Ohlins“-ის ახალი და მსუბუქი საკიდარით, ტიტანის მასალისგან ნამზადი ამორტიზატორით, „Brembo“-ს სამუხრუჭე სისტემით, მყარი ალუმინის მასალისგან დამზადებული რადიატორის სარქველით და სპეცშეკვეთით დამზადებული გასაღებით, რომელზეც თითოეული მოდელისათვის მისასადაგებელი პერსონალური ნომერია დატანილი.

კომპანიამ უკვე დაიწყო სიახლესთან დაკავშირებული შეკვეთების მიღება, რითაც დამკვეთები ამა წლის ივნისის თვეში იქნებიან უზრუნველყოფილნი, ხოლო მისი სერიული წარმოება, კი 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

Comments

comments