ეგზოტიკური ველოსიპედი იაპონური მოტივებით

ესპანეთში დაფუძნებული ბრენდი Vintage Luxury Bicycles–ი, რომლის დამფუძნებელი და მფლობელიცაა ხავიერ ჯუბეტე, სახელგანთქმულია ქრომირებული გრავირებისა და უჩვეულო კომპონენტების მქონე ველოსიპედების წარმოებაზე. სწორედ ამ ბრენდის მიერაა შექმნილი ძალზედ მომხიბვლელი ველოსიპედი, რომელიც კლასიკური Campagnolo–სა და ტრადიციული იაპონური მხატვრობის უჩვეულო ნაზავს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ხელნაკეთი მოხატულობა, რომელიც ველოსიპედის მთელ სხეულზეა დატანილი (თვით ბორბლებზეც კი), არა იაპონური წარმომავლობის ოსტატების მიერაა შესრულებული. ესენი გახლავთ მადრიდელი პედრო ვილარუბი და ბრიტანელი შონ ჰიუსი, რომელთაც მეტალზე ე.წ. Wabori–ის სტილით მუშაობისა და ტრადიციულ ტექნოლოგიათა გამოყენების უდიდესი გამოცდილება აქვთ.

Comments

comments