ეკოლოგიურად სუფთა სათამაშო მანქანები

ავსტრალიაში დაფუძნებული დიზაინერული სტუდია Made of Bamboo–ს წევრებმა პატარებისთვის სათამაშო მანქანების ეკოლოგიურად სუფთა კოლექცია წარმოადგინეს, რომელიც ბამბუკის ხის მასალისგანაა დამზადებული.

ბამბუკზე მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე დიზაინერებმა, მინიმალისტური და თანამედროვე სტილის დიზაინის შერწყმით შექმნეს არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალის, არამედ მომხიბვლელი, მყარი და გამძლე პროდუქცია, რომელთაც დიზაინის ოთხი ნაირსახეობით შესთავაზებენ პატარებს.

კოლექციაში შემავალ ნაირსახეობათა შორისაა:

SPORTSTER

SPORTSTER–ი, რომელიც კლასიკური სპორტული ავტომობილის შთაგონებით შეიქმნა და აქვს კომპაქტური ჩარჩო და მოხდენილი სტილის დიზაინი.

VINTAGE

VINTAGE–ი, რომელიც მე–20 ს–ის ვინტაჟური ეპოქის ელეგანტურობით გამოირჩევა.

F1 RACER

F1 RACER–ი, რომელიც კონკრეტულად ფორმულა 1–ის აეროდინამიკულობის, ზესწრაფულობისა და გრავიტაციის დაბალცენტრულობის შთაგონებით შემნეს.

DRAGSTER

DRAGSTER–ი, რომელიც სარბოლო ავტომობილის შთაგონებით შეიქმნა.

Comments

comments