ელეგანტური სუპერიახტა Liquid Sky

თურქული გემთსაშენი კომპანია – CMB Yachts–ის წევრებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც 47 მ–ის სიგრძის მქონე, მომხიბვლელი სუპერიახტა – Liquid Sky გახლავთ.

სუპერიახტა, რომლის ექსტერიერსა თუ ინტერიერის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობაზე CMB Yachts–ის წევრებმა და მდიდრული იახტების დიზაინერმა ესპენ ოიენმომ ერთობლივად იზრუნეს, გათვლილია 10 მგზავრზე, რომელთაც იახტაზე შთამბეჭდავი ატმოსფერო ელით.

სუპერიახტაზე სხვადასხვა დანიშნულების სივრცეებია, რომელთა შორისაცაა გასარუჯი, სასადილო თუ გასართობად მოწყობილი კეთილმოწყობილი ზონები. იქ ასევეა: არაერთი ლაუნჯი, ჯაკუზი და ორიგინალური ჩანჩქერით უზრუნველყოფილი ბარი, სადაც მთელი ღამის განმავლობაში შესაძლებელია გართობა. სუპერიახტის იღბლიან მფლობელს კი შესაძლებლობა ექნება დატკბეს მდიდრული მასტერ–ლუქსით, რომელსაც კაბინეტი და პერსონალური მინი ლაუნჯიც გააჩნია.

სუპერიახტა აღჭურვილია მზის სისტემის პანელებით, რომელიც მთლიან იახტაზე ორიგინალურად განლაგებულ ე.წ. ლედ–განათებას უზრუნველყოფს. Liquid Sky–ს გააჩნია CAT C32–ტიპის 2 ძრავი, რომელიც მას 1450 ცხ. ძალით უზრუნველყოფს და შესაძლებლობას აძლევს განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 15 კვანძის, ხოლო კრეისერული კი 10 კვანძის ოდენობით.

Comments

comments