ექსკლუზიური ველოსიპედი BMW M €1,400 ეღირება

ბავარიელმა ავტომწარმოებლებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა ექსკლუზიური ველოსიპედი BMW M წარმოადგინეს. ელეგანტური ველოსიპედი, რომელიც ნახშირ–ბოჭკოვანი მასალისა და ალუმინისგანაა დამზადებული, ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 500 ეგზემპლარი გამოიცემა და მისი საფასური €1,400 იქნება.

გერმანელმა ავტომწარმოებლებმა ელეგანტური ველოსიპედი, მაღალწარმოებადი 4–ცილინდრიანი Bimmer–ის შთაგონებით შექმნეს. სიახლე უზრუნველყოფილია ჰიდრავლიკური მუხრუჭებით და 28–დუიმიანი ბორბლებით, რომელთაც „კონტინენტალი“–ს წარმოების საბურავები ფარავს.

რაც შეეხება ველოსიპედ BMW M–ის შეფერილობას, ლურჯი მოდელი წარმოდგენილია ე.წ. Marina Bay Blue Metallic–ის ფერით, თუმცა როგორც მწარმოებლები გვარწმუნებენ, კიდევ სხვა შეფერილობითაც იქნება წარმოდგენილი.

Comments

comments