ექსკლუზიური ველოსიპედი Dior Homme x Bogarde BMX–ი $3,200 ეღირება

ველოსიპედების მწარმოებელ ფრაგული კომპანია – Bogarde–სა და დიორის სამოდელო სახლის დიზაინერთა კოლაბორაციის შედეგად, წარმოდგენილ იქნა დახვეწილი სტილის მქონე ველოსიპედი – Dior Homme x Bogarde BMX–ის კონცეპტი, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ 70 ეგზემპლარი გამოიცემა და რომელთაგან თითოეულის საფასური 3,200 აშშ დოლარი იქნება.

კომპანია – Bogarde სახელგანთქმულია BMX–ველოსიპედების წარმოების მინიმალისტური მიდგომით, რისთვისაც მწარმოებლები მხოლოდ პრემიუმ მასალებს იყენებენ, როგორიცაა ხბოს ტყავი, ქრომირებული სარკისებრი ზედაპირი და კიდევ სხვა. ამჯერად კი მსუბუქი და იმავდროულად მყარი კონსტრუქციის ჩარჩოს მქონე ექსკლუზიური – Dior Homme x Bogarde BMX–ი, წარმოდგენილია დიორის სამოდელო სახლის წითელი შეფერილობის ხელმოწერებითა და სხვა აქცენტებით, რომლებიც უმაღლესი ხარისხის შავი შეფერილობის ტყავზე, სამუხრუჭე ხაზებზე, საბურავებსა და სიახლის კიდევ სხვა დეტალებზეა დატანილი.

სიახლის სხვა ტექნიკური მონაცემის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა მის შესაძენად მსურველებს მოლოდინით აღჭურვა დასჭირდებათ, რამდენადაც მწარმოებლები მხოლოდ 2018 წლის ზაფხულისთვის გვიწინასწარმეტყველებენ მის ხილვას.

Comments

comments