ექსტრაორდინარული სუპერიახტა Pollux

ჰოლანდიურ გემთმშენებელ Amels Design–ის წევრებმა, 2017 წლის მონაკოს იახტების საგამოფენო სალონზე წარსადგენად მომხიბვლელი სუპერიახტის კონცეპტი მოამზადეს, რომლის სახელწოდებაცაა Pollux–ი.

111 მეტრის სიგრძის მქონე სუპერიახტა შთამბეჭდავ ტექნიკურ პლატფორმაზეა აგებული, რომელსაც მისი ელეგანტური შეფერილობა, მაღალკონტრასტული სტრუქტურა და სკულპტურული პროფილის ვიზუალიზაცია აგვირგვინებს, რაც მას ერთგვარ ჯადოსნურ იერსახეს ჰმატებს.

სუპერიახტა უზრუნველყოფილია გემბანზე განთავსებული მასიური საცურაო აუზით, ღია ლაუნჯით, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით. Pollux–ი აღჭურვილია 20 მგზავრისთვის შესაბამისი ფუფუნების კაიუტებით, ხოლო სტუმართა განკარგულებაში კი იახტის 47–წევრიანი ეკიპაჟის პროფესიონალი წევრები იქნებიან. ზემოთხენებული ყველა ეს პრივილეგია რაღა თქმა უნდა ძვირადღირებული იქნება, თუმცა ფასის შესახებ ოფიციალურად ჯერ არაფერი გაჟღერებულა.

Comments

comments