ვაშინგტონის ტბის პირა სასტუმრო W Bellevue

არქიტექტურულ–დიზაინერული სტუდია HKS–ს წევრებმა სულ ახლახანს დაასრულეს მართლაც ორიგინალური სასტუმრო W Bellevue–ს კეთილმოწყობა, რომელიც ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლთან ახლოს, კერძოდ კი ვაშინგტონის ტბის პირას მდებარეობს.

ექსტრავაგანტური ინტერიერის მქონე სასტუმრო გამოირჩევა ფერთა უხვი გამით, ორიგინალური ჰოლით, ბარით, ბიბლიოთეკით, საცურაო აუზით, სათამაშო ოთახით, თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამის ვიდეო და აუდიო სისტემით უზრუნველყოფილი ნომრებით, რომელთაგან ზოგიერთ მათგანში საქანელას ტიპის დაკიდული სავარძლები და საწოლებია. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს მთელი ტერიტორია დეკორირებულია თანამედროვე მხატვართა ფერწერული შედევრებით.

Comments

comments