ველოსიპედი SF01 $18,000 ღირს

ფერარისა და ბიანკის სულ ახლახანს დაანონსებული კოლაბორაციის შედეგად გადაწყდა, რომ მომდევნო ათწლეულს ეს ორი სახელგანთქმული იტალიური კომპანია სპორტულსა და ელექტრო ველოსიპედების შექმნას დაუთმობს. სწორედ მათი ურთიერთთანამშრომლობის პირველი პირმშოა ველოსიპედი SF01, რომლის საფასურიც $18,000 გახლავთ.

ველოსიპედი SF01, რომლიც უზრუნველყოფილია 780 გრ ნახშირ–ბოჭკოვანი მასალის ჩარჩოთი, შექმნილია Bianchi Speciallisima–ს ბაზაზე, თუმცა სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით იგი წინამორბედის ყოველგვარ ვიბრაციას 80%–ით უკან ჩამოიტოვებს, რაც სიახლის იდეალურად მდორედ სვლის გარანტია.

ველოსიპედის შეფერილობა ფერარიმ მისი ორიგინალური ფერებით “Rosso Corse”–თი და “Nero Setoso”–თი უზრუნველყო. აღსანიშნავია, რომ SF01–ის ჩარჩო იტალიაში ხელით მოიხატა. მწარმოებლებმა სიახლე Astute One–ის სავარძლით აღჭურვეს, რომელიც3–კარატიანი ნახშირბოჭკოვანი მასალისაა და სულ რაღაც 94 გრ–ს იწონის. Astute–მა ასევე დაამზადა ველოსიპედის ნახშირბოჭკოვანი ბორბლებიც, რომლის დისკოებზეც ფერარის გრაფიკაა დატანილი და რომლთაც Pirelli P Zero–ს საბურავები ამშვენებს. ველოსიპედი SF01–ის შეძენა ამა წლის ნოემბრის თვიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო მისი ფასი კი $18,000 იქნება.

Comments

comments