ვიქტორიანული ეპოქის ჩაის სმის ტრადიცია ისევ ტრენდულია

იტალიური ბრენდი Bulgari–სა და The Ritz Carlton, Macau–ს კოლაბორაციის შედეგად განხორციელდა კამპანია The Edible Fashion, სადაც დამსწრეთ ელეგანტურად მირთმეულ ფინჯან ჩაისა და გასტრონომიულ ნუგბარებთან ერთად მაღალი მოდის ტრენდებსა და რომის ისტორიას გააცნობენ.

The Ritz Carlton, Macau–ს მიერ სტუმართათვის წარმოდგენილ იქნა უჩვეულო გასტონომიული ნაკეთობანი, რომელთა შორისაცაა: პომიდორი პოლენტა, თაფლი ვანილით, მარინირებული ჭარხალი კიბორჩხალის ხორცითა და იბერიკოს შაშხით, მადისაღმძვრელი ტკბიელული და სხვა უამრავი გემრიელი რამ.

ჩაის სმის ტრადიცია ჯერ კიდევ ვიქტორიანული ეპოქიდან იღებს სათავეს, სადაც პუბლიკა არა მხოლოდ ჩაის დასაგემოვნებლად იყრიდა თავს, არამედ საურთიერთობოდ და სიახლეების გასაზიარებლად. სიახლეებში კი რაღა თქმა უნდა ჩაცმულობა და საიუველირო ნაკეთობანიც მოიაზრებოდა. სწორედ ეს ედო საფუძვლად ზემოთხსენებულ კამპანიას, როცა სტუმართათვის The Ritz Carlton, Macau–ს მიერ გასტრონომიული ნუგბარები და Bulgari–ს მიერ წარმოებული ნაწარმი ერთად იქნა შეთავაზებული.

Comments

comments