ზაჰა ჰადიდისა და შარლოტე ოლიმპიეს ექტრაორდინარული ნაკეთობანი

ორიგინალური ნაკეთობანი, რომელთაგან ერთი ფეხსაცმელს, ხოლო მეორე კი ხელჩანთა–კლატჩს წარმოადგენს, ძვრადღირებული ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრიტანელ დიზაინერ – შარლოტე ოლიმპიასა და ზაჰა ჰადიდ–დიზაინის წევრების კოლაბორაციის შედეგად იქნა წარმოდგენილი. ლიმიტირებული ოდენობით შექმნილ ექსტრაორდინარულ ნამუშევართაგან, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წყვილის ფასი £1,600 ($2,155)–ს, ხოლო გამჭვირვალე ხელჩანთა–კლატჩისა კი £2,600 ($3,500)–ს შეადგენს.

უჩვეულო კოლექცია, სპეციალურად იქნა შექმნილი სახელგანთქმული ერაყელ–ბრიტანელი არქიტექტორის – ზაჰა ჰადიდის საპატისაცემოდ. ძვირადღირებული ნაკეთობანი დამზადებულია პერსპექსისა (პერსპექსი – ორგანული მინა, იგივე აკრილის მინა, ან პოლიმეთილ მეტაკრილატი) და ვარდისფერი ოქროს მასალის კომბინაციით.

ბრიტანელი დიზაინერი შარლოტე ოლიმპია და ზაჰა ჰადიდი (თანამედროვეობის პირველი და ერთადერთი არქიტექტორი ქალი, ვინაც პრიცკერის პრემია, არქიტექტურული ოსკარი აიღო), ჯერ კიდევ 2015 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს სპეციალური ხაზით ურთიერთთანამშრომლობა, თუმცა სამწუხაროდ, ზაჰა ჰადიდს არ დასცალდა რეალობაში განხორციელებული პროექტის ხილვა, რამდენადაც იგი 2016 წლის მარტში გარდაიცვალა. არაერთი კონკურსის გამარჯვებულ ჰადიდს ბევრი განუხორციელებელი პროექტი დარჩა, თუმცა იმედია მისივე დაარსებული დიზაინერული ფირმის წევრები წარმატებით განაგრძობენ მის დაწყებულ საქმეს.

Comments

comments