ზოდიაქოს ნიშნებით გრავირებული მაჯის საათი

შვეიცარიული საათების ნაირსახეობას კიდევ ერთი ორიგინალური საათი შეემატა, რომელიც საათებისა და საიუველირო ნაკეთობათა წარმოებაზე სპეციალიზირებულმა სახელგანთქმულმა ფირმა ჩოპარდმა წარმოადგინა. ოქროს მასალით დამზადებულ ექსტრაორდინარულ საათს, რომლის სახელწოდებაცაა Chopard L.U.C Perpetual T Spirit Of The Chinese Zodiac–ი, ჩინური კალენდრის 12 ზოდიაქოს ნიშანი ამშვენებს.

მხატვრული შემოქმედების ეს უნიკალური ნიმუში ხელნაკეთია. 43 მმ–ის მქონე სიახლის კორპუსი 18–კარატიანი ვარდისფერი ოქროს მასალისაა, რომელზეც ქრონოგრაფიულადაა ამოტვიფრულია ზოდიაქოს 12 ნიშანი. ხელით შესრულებული გრავირებისთვის, რომელსაც ჯამში 200 სთ–ი დასჭირდა, გამოყენებულ იქნა გრავირების ტექნიკა champlevé–ი.

მაჯის საათის ციფერბლატი მყარი ოქროს მასალისაა, რომელსაც ტრადიციული ჩინური იკონოგრაფიის გრავირებული მოზაიკა ამშვენებს. ერთკვირიანი სარეზერვო სვლით უზრუნველყოფილი საათი უჩვეულო და იმავდროულად რთული მექნიზმის მქონეა. იგი აღჭურვილია ე.წ. 02.15-L–კალიბრის პერპეტუალური კალენდრით და ტურბილონის ფუნქციით.

L.U.C Perpetual T – Spirit of the Chinese Zodiac–ი ლიმიტირებული ოდენობით გამოიცემა, თუმცა მის საფასურთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი. სიახლის პირველი ჩვენება აზიელი კოლექციონერებისთვის იგეგმება, რომელიც პეკინის კერძო გამოფენაზე შედგება.

Comments

comments