თანამედროვე აპარტამენტი შენჩჟენში

ჩინური დიზაინერული ფირმა Shenzhen Super Normal Design–ის წევრებმა კეთილმოაწყვეს დასასვენებლად მიჩნეული აპარტამენტი, რომელიც ნახევარკუნძულ დაპენგზე, შენჩჟენში მდებარეობს.

არასტანდარტული აპარტამენტი წარმოადგენს კერძო კლუბ Seven Star Yufeng Club–ის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ნაგებობის მესამე სართულზე მდებარეობს. თანამედროვე სტილში კეთილმოწყობილი აპარტამენტი უჩვეულოდაა დაპროექტებული. ფაქტიურად იგი ერთ მთლიან სივრცეს წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა დანიშნულების ოთახები ამა თუ იმ მოძრავი პლატფორმით გამოიყოფა.

ასე მაგალითად, აპარტამენტი მოიცავს ჩაის ზონის პლატფორმას, სადაც იატაკის გარკვეული სექციის აწევის შედეგად მაგიდა წარმოიქმნება, რომლის ქვეშაც ფეხების განსათავსებელი სივრცეა, ხოლო მაგიდის ირგვლივ განლაგებულ ჩალის ბალიშებზე კი შესაძლებელია მოხერხებულად განთავსება.

აპარტამენტში ასევეა: მისაღებ ოთახად, საძინებლად, კაბინეტად, საზარეულოდ და სააბაზანოდ მიჩნეული სივრცეები, რომელთაგან თითოეული მათგანი დანიშნულებისამებრაა ავეჯირებული.

Comments

comments