თანამედროვე რეზიდენცია ბევერლი ჰილზში

მომხიბვლელი რეზიდენცია სახელწოდებით Trousdale Estates, კალიფორნიის შტატის დასავლეთით არსებულ ქალაქ ბევერლი ჰილზში მდებარეობს. ყოველმხრივ კეთილმოწყობილი რეზიდენციის ავტორები არქიტექტურულ–დიზაინერული ფირმა Mayes Office–ის წევრები გახლავთ.

საცხოვრებელი 5 საძინებელსა და 7 სააბაზანო ოთახს მოიცავს. ინტერიერის კეთილმოსაწყობად გამოყენებულია ძვირადღირებულ მასალათა ნაირსახეობა, რომელთა შორისაცაა ნატურალური ხე, სპილენძი, მარმარილო, კირქვა და სხვა. რეზიდენციის გემოვნებით მოწყობილ ეზოს ამშვენებს ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი, რომლის ერთ ბოლოს ბუხრით კეთილმოწყობილი ლაუნჯი, ხოლო მეორე ბოლოს კი ჰიდრომასაჟური აბაზანაა. იქ ასევეა სასადილოდ, მოსასვენებლად და გასართობად მიჩნეული სივრცეები.

Comments

comments