fbpx

თანამედროვე საცურაო აუზი – ჩაშენებული ლაუნჯით

არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდიების: Randy Angell Designs-ის და Pool Environments-ის წევრებმა სულ ახლახანს დაასრულეს საცხოვრებლის ექსტერიერის კეთილმოწყობა, რომლის მშვენებაც თანამედროვე ტიპის საცურაო აუზია, რომელშიც ძალზედ შთამბეჭდავი ლაუნჯებია განთავსებული.

კრეატიული იდეებით შთაგონებულმა ავტორებმა, სექციებად დაყოფილი საცურაო აუზის გარშემო მდებარე სივრცე გემოვნებით კეთილმოაწყვეს, სადაც მოსასვენებლად, თუ გასარუჯად არსებული კეთილმოწყობილი ტერასები და დეკორატიული მცენარეებით უზრუნველყოფილი მწვანე კუთხეა.

თუმცა ძირითად ყურადღებას, აუზის ცალ მხარეს განთვსებული, ღია ბუხრით უზრუნველყოფილი ლაუნჯი იპყრობს, რომელიც შიგ აუზში იმგვარადაა ჩაშენებული, რომ აუზში არსებული წლისა და ლაუნჯის ზედაპირი ერთმანეთს უთანაბრდება.

ლაუნჯში მოხვედრა შესაძლებელია აუზის ზედაპირზე არსებული მოტივტივე ბილიკითა და მასში არსებული ჩასასვლელი კიბით. ლაუნჯის უკან დეკორატიული კედელია აღმართული, რომლის შუა ნაწილი კინოთეატრის ეკრანის მსგავს ღია სივრცეს წარმოადგენს, საიდანაც ორიგინალური პატიოს ხილვაა შესაძლებელი.

კედლის წინხედის მარჯვენა და მარცხენა ხარეს, წყალსაწრეტის ტიპის 2 დეკორატიული მილია განთავსებული, ხოლო უკანა ხედი კი 15 მილითაა აღჭურვილი, საიდანაც წყალი უწყვეტად გადმოედინება.

პალმის ხეების, დეკორატიული მცენარეებისა და გაზზე ავტომატურად მომუშავე 2 დიდი ცეცხლოვანი ფიალით დეკორირებული მეორე ლაუნჯი, ხის მასალის ტერასაზე განთავსებულ, ორიგინალურ კუთხეს წარმოადგენს, რომელიც აუზში სანახევროდაა შეჭრილი.

იგი არა მხოლოდ კომფორტულადაა მოწყობილი, არამედ იმგვარადაა პროექტირებული, რომ მისი უკიდეურესი ბოლოდან მუდმივად გადმოედინება წყლის მდორე ნაკადი, რაც ისედაც შთამბეჭდავ ლაუნჯს, კიდევ უფრო მეტ ხიბლს ჰმატებს.

Comments

comments