fbpx

თანამედროვე საცხოვრებელი ფლორიდაში

არქიტექტურულ-დიზაინერული ჯგუფი „Sparkman Architects“-ის წევრებმა სულ ახლახანს დაასრულეს მათ მიერ განხორციელებული ბოლო პროექტი, რომელიც აშშ-ს შტატ ფლორიდის ქალაქ სარასოტაში მდებარე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი გახლავთ.

ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც სარასოტას ყურეს გადასცქერის, კირქვითაა ნაგები და აღჭურვილია მინის მასალის უზარმაზარი ვიტრაჟებით, რაც მას არა მხოლოდ ბუნებრივი განათებით უზრუნველყოფს უხვად, არამედ შესაძლებელს ხდის ირგვლიმყოფი მომხიბვლელი ლანდშაფტით ტკობისა.

რეზიდენციაში საცხოვრებელი დანიშნულების ყველა ტიპის ოთახია, რომელთა ინტერიერიც თანამედროვე ავეჯითაა დეკორირებული.

საცხოვრებელს გარს აკრავს პალმებითა და სხვა ხემცენარეებით უხვად უზრუნველყოფილი დიდი ეზო, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულების არაერთი კეთილმოწყობილი სივრცე, დეკორატიული და საცურაო აუზები ამშვენებს.

Comments

comments