fbpx

თანამედროვე საცხოვრებელი ლოს-ანჯელესში

შთამბეჭდავი საცხოვრებელი, რომელიც ლოს-ანჯელესის, კერძოდ კი – „Hollywood Hills“-ის მარგალიტად შერაცხეს, კეიპტაუნში დაფუძნებული არქიტექტურულ–დიზაინერული ფირმა – „საოტა“–ს წევრების მიერ განხორციელებული და სულ ახლახანს დასრულებული კიდევ ერთი სანიმუშო პროექტია.

3-სართულიანი რეზიდენცია, რომლის საერთო ფართიც 20 000 კვ ფუტია, „Hollywood Hills“-ის არა მხოლოდ ყველაზე მასშტაბურ, არამედ ყველაზე მდიდრულ და ჩინებულ საცხოვრებლად მოიაზრება.

რეზიდენცია, რომელიც ნიჭიერმა მწარმოებლებმა 270-გრადუსიანი პეიზაჟური ხედით წარმოადგინეს, მოიცავს 163 ფუტის მქონე, თვალწარმტაც საცურაო აუზს, რომლის მონტაჟსა და დიზაინს 2 მილიონი აშშ დოლარზე მეტი მოხმარდა.

მდიდრული რეზიდენცია მოიცავს უზადოდ დეკორირებულსა და გემოვნებით მოწყობილ ინტერიერსა, თუ ექსტერიერს, რომელთა შორისაცაა საცხოვრებელი დანიშნულებისა და თანამედროედ ავეჯირებული ყველა ტიპის ოთახი, რომელთაგან 5 საძინებელი და 9 სააბაზანოა.

იქ ასევეა: ოფისი, სახლის კინოთეატრი, სათამაშო ოთახი, ბარი, ღვინის სარდაფი, სპა-სალონი, ლაუნჯი, 10 ავტომობილზე გათვლილი ავტოფარეხი და ეზოსა თუ სახურავზე არსებული კეთილმოწყობილი სივრცეები, რომელთაც სასადილო, თუ გასართობი დანიშნულება აქვთ.

საოტას წევრების მიერ შექმნილი, ეს მართლაც რომ ჩინებული რეზიდენცია 43.9 მილიონ აშშ დოლარადაა შეფასებული.

ჩვენ კი, იმისთვის, რომ უფრო უკეთესი წარმოდგენა შეგექმნათ, გთავაზობთ თვალი გადაავლოთ ვიდეოს, სადაც უფრო დეტალურადაა წარმოდგენილი – „Hollywood Hills“-ის ეს მდიდრული რეზიდენცია.

Comments

comments