თანამედროვე საცხოვრებელი ხორვატიის კუნძულ პაგზე

არქიტექტურული ფირმა ლოგ–ურბისის წევრებმა განახორციელეს პროექტი, რომელიც ხორვატიის კუნძულ პაგზე მდებარე, კეთილმოწყობილ საცხოვრებელს წარმოადენს.

ტრავერტინის ქვის მასალის ღობით მომიჯნულ ტერიტორიაზე განთავსებულია მინის უზარმაზარი ვიტრაჟებით უზრუნველყოფილი თანამედროვე საცხოვრებელი. იგი კუნძულის დახრილ ფერდობზეა გაშენებული და შესაბამისად, შესანიშნავად მოსჩანს ზღვის ულამაზესი ხედი.

საცხოვრებელი უზურუნველყოფილია ზღვის დონიდან 19 მ–ის სიმაღლეზე არსებული, ტერასული ტიპის ლანდშაფტური ბაღით და ეზოთი, რომელსაც კედრის ხის მასალის სათანადო ტერასით აღჭურვილი, 17 მ–ის სიგრძის მქონე ღია საცურაო აუზი ამშვენებს. აუზის გვერდით კი კეთილმოწყობილი ლაუნჯია, რომელიც საცხოვრებლისთვის აგებულ სპორტულ დარბაზსა და სპა–ცენტრს ემიჯნება.

გარდა საცხოვრებელი დანიშნულების ყველა სახეობის ოთახისა, ნაგებობა უზრუნველყოფილია სახურავზე არსებული ეგზოტიკური მცენარეებით უზრუნველყოფილი ბაღით, ზეთისხილის ხის ატრიუმით, საოფისე ფართით, ღვინის სარდაფით, სასადილო და გასართობი გარე სივრცეებით, სპორტული დარბაზითა და სპა–ცენტრით.

Comments

comments