თანამედროვე საცხოვრებელი კუნძულ სანტორინიზე

არქიტექტურული სტუდია “კაპსიმალის არქიტექტს”–ის წევრებმა გნახორციელეს პროექტი, რომელიც ეგეოსის ზღვის სამხრეთით არსებულ კუნძულ სანტორინიზე მდებარე, თანამედროვე ტიპის სააგარაკე საცხოვრებელი გახლავთ. ყოველმხრივ კეთილმოწყობილი ორსართულიანი ნაგებობა ფერდობზეა განთავსებული, საიდანაც არაჩვეულებრივი ლანდშაფტური ხედი იშლება.

საზაფხულო აგარაკი უზრუნველყოფილია საცხოვრებლად მიჩნეული ყველა დანიშნულების ოთახით, რომელთა ინტერიერშიც დიზაინერებმა ფერთა უხვი გამა არ დაიშურეს, ხოლო სააბაზანო ოთახები, რომლებიც პერსონალური ტერასებით აღჭურვილ საძინებლებს ესაზღვრება, რუხი შეფერილობის მარმარილოს ქვით მოაპირკეთეს. აგარაკი ასევე უზრუნველყოფილია ლაუნჯით, სასადილო, მომსასვენებელი და გასართობი გარე სივრცეებით, კეთილმოწყობილი ეზოთი და ბაღით.

Comments

comments