თანამედროვე საცხოვრებელი მწვანით მოსილი სახურავით

მშვენიერი საცხოვრებელი, რომლის სახურავიც 50–მდე სახეობის მცენარითაა დეკორირებული, ტეხასის შტატში, კერძოდ კი ვესთლეიქ ჰილსში მდებარეობს.

Murray Legge Architecture–ის წევრებმა ნაგებობა მწვანით მოსილ სივრცეში განათავსეს და ქვის გალავნით შემოსაზღვრეს, ხოლო ეზო კი ქვისავე ტერასებით უზრუნველყვეს, რამდენადაც საცხოვრებელი ფერდობზე მდებარეობს. საცხოვრებლის სახურავისთვის კი იმგვარი მცენარეები იქნა შერჩეული, რომლებიც ზომით დიდი არ იზრდება.

მთლიანად მწვანე საფარით მოსილ ეზოს ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი ამშვენებს, რომელსაც გასარუჯად და მოსასვენებლად განკუთვნილი კეთილმოწყობილი ტერასები აკრავს გარს. იქვეა გარე სამზარეულო ბუხრით და სასადილოდ განკუთვნილი სივრცეც, სადაც ოჯახის წევრებსა თუ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გრილი საღამოები კომფორტულად გაატარონ.

Comments

comments