თანამედროვე სტილის ვილა S

არქიტექტურული სტუდია „რაუ არქიტექტს“–ის წევრებმა სულ ახლახანს დაასრულეს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი, სახელწოდებით „ვილა S“, რომელიც ნიდერლანდების დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰააგაში მდებარეობს.

მწვანით მოსილ შემოგარენში განთავსებული ვილა უზრუნველყოფილია მინის უზარმაზარი ვიტრაჟებით, რაც გარდა იმისა, რომ საცხოვრებელს დღის სინათლით უზრუნველყოფს, ასევე შესაძლებლობას იძლევა მშვენიერი ლანდშაფტით ტკბობისა. საცხოვრებლად საჭირო ყველა სახეობის ოთახის გარდა, ვილა ასევე მოიცავს სასადილოდ განკუთვნილ ღია ტერასას, რომელიც სანიმუშოდ მოვლილ ეზოში არსებულ ლაჟვარდოვან საცურაო აუზს ესაზღვრება.

Comments

comments