თანამედროვე სტილის რეზიდენცია კალიფორნიაში

ოაზისის ტიპის თანამედროვე რეზიდენცია, რომლის სახელწოდებაცაა Coldwater Canyon–ი, კალიფორნიის შტატის დასავლეთით არსებულ ქალაქ ბევერლი ჰილზის მწვანით მოსილ გარემოშია განთავსებული.

ორსართულიანი კერძო საკუთრება, რომლის ავტორებიც არქიტეტურული სტუდია EYRC Architects (Ehrlich Yanai Rhee Chaney Architects)–ის წევრები გახლავთ, უზრუნველყოფილია საცხოვრებლად მიჩნეული ყველა დანიშნულების კომფორტული ოთახებით, რომლებიც მინიმალისტურად, თუმცა გემოვნებითაა ავეჯირებული.

მინის უზარმაზარი ვიტრაჟებიანი ნაგებობის ყველა ოთახიდან ბუნების მომხიბვლელი ხედები იშლება.
რეზიდენციის ტერიტორიაზე ასევეა სტუმართათვის განკუთვნილი ცალკე ნაგებობა, სადაც საძინებელი, სასტუმრო ოთახი და მინის მოძრავი კარებით უზრუნველყოფილი სალონია (ე.წ. მუსიკალური ოთახია), საიდანაც შესაძლებელია ლაჟვარდოვან საცურაო აუზთან მოხვედრა.

საცხოვრებლის ექსტერიერს გულმოდგინედ მოვლილი ეზო, მცირე ზომის ბაღი და მომხიბვლელი პატიოც ამშვენებს.

Comments

comments