fbpx

თანამედროვე ტიპის სარელაქსაციო სავარძლები

ბრუკლინში დაფუძნებული დიზაინერული სტუდია „NEA“-ს წევრებმა, სულ ახლახანს წარმოადგინეს ორიგინალური კოლექცია, სახელწოდებით „Knotties“, რომელიც სარელაქსაციოდ მიჩნეულ სავარძელთა ნაირსახეობა გახლავთ.

თანამედროვე ტიპის კოლექცია, რომელიც როტანგის პალმის წნულებისა და მოხერხებული ბალიშებისგან შედგება, მოიცავს როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის განკუთვნილ ნიმუშებს.

როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დამზადებული ავეჯის ეს ნაირსახეობა, შესანიშნავი რამაა რელაქსაციისთვის.

Comments

comments