fbpx

თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ნიუპორტის სანაპიროზე

მომხიბვლელი საცხოვრებელი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით იქნა აგებული და დეკორირებული, კალიფორნიაში, კერძოდ კი ნიუპორტის სანაპირო ზოლის თვალწარმტაც ლანდშაფტურ ზოლშია განთავსებული.

პროექტის ავტორებმა, რომელთა შორისაც არქიტექტურული კომპანია – „Hiebsch Custom“-ისა და დიზაინერული სტუდია – „LeTourneau“-ს წევრები არიან, ნაგებობა უზრუნველყვეს საცხოვრებელი დანიშნულების ყველა სახეობის სივრცული ოთახით, რომელთაც არა მხოლოდ თანამედროვე ტიპის ავეჯი და ტექნოლოგია, არამედ დეკორის ორიგინალური ელემენტები და ფერწერული ტილოებიც შეუხამეს.

საცხოვრებელი ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა დანიშნულების ღია და ნახევრადღია არაერთი ტერასით, სადაც სასადილო, მოსასვენებელი თუ გასართობი ზონებია. თუმცა, მწვანით მოსილსა და დეკორატიული მცენარეებით აღჭურვილ ექტერიერის მშვენებად, ასევეა გემოვნებით მოწყობილი პატიოები და ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი.

Comments

comments