fbpx

თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი ფლორიდაში

არქიტექტურულ-დიზაინერული სტუდია – „SDH Studio Architecture + Design“-ის წევრებმა სულ ახლახანს დაასრულეს მათ მიერ განხორციელებული ბოლო პროექტი, რომელიც ფლორიდაში არსებულ, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელს წარმოადგენს.

ვრცელ ფართობზე განთავსებული ნაგებობის დიზაინი, რომელიც მინის უზარმაზარი ვიტრაჟებითაა აღჭურვილი, იმთავითვე გათვლილი იყო, რაც შეიძლება დიდი სივრცის აღსაქველ სტრატეგიულ მდებარეობად, რომელიც არა მხოლოდ ბუნებრივი განათებით იქნებოდა უხვად უზრუნველყოფილი, არამედ შიდა პატიოებითა და ექსტერიერში არსებული მომხიბვლელი ეზოებით დამშვენდებოდა.

კეთილმოწყობილი საცხოვრებელი, რომლის იატაკიდან ჭერამდე აღმართული ვიტრაჟები კადლებისა თუ მოძრავი კარებების დანიშნულებასაც ითავსებს, უზურნველყოფილია საცხოვრებელი დანიშნულების ყველა სახეობის ოთახით, რომელთაგან თითოეული მათგანი თანამედროვედ და გემოვნებითაა დეკორირებული.

საცხოვრებელს ასევე გააჩნია არაერთი ღია სივრცე, რომელთაც სასადილოდ, გასართობად, თუ მოსასვენებლად მიჩნეული დანიშნულებები აქვთ მინიჭებული, ხოლო ექსტერიერის მშვენებას, კი ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი წარმოადგენს.

Comments

comments