იდო გარინის კულინარიული კომპოზიციები

ორიგინალური კულინარული სერია, რომელიც კონუსური ფორმის კერამიკის მასალის ჭურჭლისა და საკვები პროდუქტების ექსტრავაგანტულ ნაზავს წარმოადგენს, სტუდია Appétit–ის მფლობელსა და კვების დიზაინერ იდო გარინის განეკუთვნება.

როგორც ავტორი განმარტავს: „თითქმის ფეტიშისტური მეთოდით განხორციელებული სერიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კვების ტრადიციული სტერეოტიპები იქნას უგულვებელყოფილი. სწორედ ამისთვის გამოვიყენე კონუსები, რომელთა მეშვეობითაც საკვებ პროდუქტებს ერთგვარი მორთულობის იერსახე ეძლევა და ხელოვნების ნიმუშებად აღიქმება. ჩემი მიზანი იყო შემექმნა რაღაც ფერწერისა და ნატურმორტის მსგავსი და იდეებს ამგვარად შევასხი ფრთა.“ მრავალპროფილური პროექტი ბელგრადის დიზაინის კვირეულის დებიუტანტია.

Comments

comments