ინდოეთის შთამბეჭდავი კურორტი ალილა ფორტ ბიშანგარჰი

230–წლიანი ისტორიის მქონე ციხესიმაგრის შვიდწლიანი რესტავრაცია დასრულდა და იგი ახლა უკვე მდიდრულ კურორტად იქცა, რომელიც სტუმრებს დაუვიწყარი დასვენების გარანტად მოევლინება. ინდოეთის ჩრდილოეთით, კერძოდ ჯაიპურიდან 1 სთ–ის სავალზე არსებული ულამაზესი კურორტი ალილა ფორტ ბიშანგარჰი, არავალის მთიანი ქედის გრანიტის გორაკზეა განთავსებული, საიდაც რაჯასტანის 360–გრადუსიანი ულამაზესი ხედები იშლება.

მარმარილოს იატაკებისა და ქვის კედლების მქონე ციხესიმაგრე უდიდესი ისტორიის მქონეა და სულ ახლახანს მიეცა კურორტის სახე, თუმცა თაღოვანი ფანჯრებისა და ამაღლებული ამბიონების პირველადი სტრუქტურა კვლავაც შენარჩუნებულია.

კურორტზე სტუმართა განკარგულებაშია: 5 უნიკალური სამეფო აპარტამენტი, 59 მდიდრული აპარტამენტი, სპეციალიზირებული დახურული რესტორანი – Amarsar–ი, ღია ტერასის რესტორანი – Nazara, ბარი – Madhuveni და ლაუნჯი – Kachhawa. ციხესიმაგრის მიწისქვეშა სართულზე კი ინდივიდუალური პროცედურების მქონე სპა – Alila მდებარეობს, რომელიც გრანიტის კლდეშია ნაკვეთი.

კურორტის ტერიტორიაზევეა საცურაო აუზი, არაერთი დანიშნულების კეთილმოწყობილი ტერასა, სატრენაჟორო დარბაზი, და კლუბი – Teen Soldiers Play. დასვენების პაკეტში ასევე შედის ლაშქრობები, რომელთაც როგორც ველოსიპედებით, ასევე აქლემებით განახორციელებთ. კურორტი სულ რამდენიმე თვეა, რაც ფუნქციონირებს, თუმცა ეგზოტიკურ თუ ისტორიულ ღირსშესანიშნაობათა მოყვარული ტურისტების ნაკადი არ წყდება. თავადაც ისიამოვნეთ!

Comments

comments